იურგენ კლოპმა 2013 წელს „მანჩესტერის" მთავარ მწვრთნელობაზე უარი ცოლის დაჟინებული მოთხოვნის გამო თქვა - ამის შესახებ „ლივერპულის" გერმანელმა დამრიგებელმა Sky Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
კლოპს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად დანიშვნას სთავაზობდნენ, მაგრამ როგორც თავად იხსენებს, მისმა მეუღლემ ულა სანდორკმა დაარწმუნა, რომ „იუნაიტედი" მისი შესაფერისი გუნდი არ იყო. ახლა იგი სრულებითაც არ ნანობს, რომ მაშინ ასე მოიქცა.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა „ლივერპულს" შარშან ჩემპიონთა ლიგა 14-წლიანი პაუზის შემდეგ მეექვსედ, წელს კი პრემიერლიგა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მეცხრამეტედ მოაგებინა.