ლეგენდარული პარაგვაელი მეკარე, ხოსე ლუის ჩილავერტი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ ჩილავერტი Twitter-ზე წერს.
„საკმარისია დაუსჯელობა, საკმარისია კორუფცია და საკმარისია ხალხის დაყაჩაღება“, - წერს 54 წლის ყოფილი ფეხბურთელი.
ჩილავერტმა ფეხბურთელის კარიერა 1982 წელს დაიწყო, ევროპაში იცავდა „სარაგოსასა“ და „სტრასბურის“ ღირსებას, კარიერის ყველაზე ხანგრძლივი მონაკვეთი (1991–2001) კი არგენტინულ „ველესში“ გაატარა. პარაგვაის ნაკრებში ჩილავერტმა 74 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.