„ლივერპულს“ ინგლისის პრემიერლიგის მოგება NBA-ს ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Insider ავრცელებს.
„ლეიკერსის“ ლიდერმა სოციალურ ქსელში ამ კლუბის ჰიმნი You Will Never Walk Alone ატვირთა და აღნიშნა, იურგენ კლოპის მომზადებული გუნდი ტიტულის მოგებას იმსახურებდა.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმსი „ლივერპულის“ ერთ-ერთი მეწილეა და 9 წლის წინ, 2011 წელს, მან კლუბის აქციათა 2 პროცენტი 6.5 მილიონ დოლარად შეიძინა.
„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული პრემიერ ლიგის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე გაინაღდა. მერსისაიდელებს ამაში ლონდონის „ჩელსი“ დაეხმარა, რომელმაც საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ 2:1 დაამარცხა. „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მეცხრამეტედ გახდა.