პეპ გვარდიოლა:

პეპ გვარდიოლა: "შარშანდელი სეზონის შემდეგ "ლივერპული" უფრო მეტად მშიერი იყო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლივერპულის“ ჩემპიონობის მთავარი მიზეზი დაასახელა - შიმშილი.

ესპანელის განცხადებით, შიმშილის გრძნობა „ლივერპულს“ შარშანდელი სეზონის შემდეგ კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

„სატურნირო ცხრილში უზარმაზარი უფსკრულია და ეს უნდა გავითვალისწინოთ. „ლივერპული“ ფანტასტიკური იყო. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის? „წითლები“ უფრო მეტად მშიერები იყვნენ მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში ტიტული 97 ქულის მიუხედავად ვერ მოიპოვეს, ჩვენ კი სტაბილურობა გვაკლდა. უნდა ვიმუშაოთ, რომ უფსკრული ამოვავსოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე „ლივერპულს“ 23 ქულით ჩამორჩა და რა თქმა უნდა, ჩემპიონობის შანსი უკვე დაკარგა.