მადრიდის „რეალის“ გოლკიპერი ტიბო კურტუა ლა ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარეა. ამის შესახებ გამოცემა Marca იტყობინება.
28 შეხვედრაში კურტუამ მხოლოდ 18 ბურთი გაუშვა და ამ მაჩვენებლით რიკარდო სამორას პრიზის მოპოვების მთავარი პრეტენდენტია. მეორე ადგილზე რეიტინგში „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკია, მესამე პოზიციას კი „ატლეტიკის“ გოლკიპერი უნაი სიმონი იკავებს.