ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ვინს კარტერმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ვინს კარტერმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ვინს კარტერმა კარიერა დაასრულა. 2019 წლის შემოდგომაზე 43 წლის კარტერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნებოდა და მართალია NBA-ს წლევანდელი გათამაშება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ „ატალანტა ჰოუქსს“ თამაში აღარ უწევს, ვეტერანმა სპორტსმენმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მან ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 22 სეზონი ჩაატარა და ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენია. კარიერის განმავლობაში კარტერმა NBA-ს 8 გუნდში ითამაშა და საშუალოდ 16.7 ქულას აგროვებდა, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის მოთამაშეს შორის მეცხრამეტე შედეგია.

22-წლიანი კარიერის განმავლობაში ვინს კარტერმა 25 728 ქულა, 6 606 მოხსნა და 4 714 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.