პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალის" მაისურით საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში ლონდონელებმა სტუმრად „საუთჰემპტონს“ 2:0 მოუგეს, გაბონელმა თავდამსხმელმა კი სრულად ითამაშა.
ობამეიანგი „მეთოფეებმა" 2018 წელს შეიძინეს და მას შემდეგ გამართულ 100 შეხვედრაში 31 წლის ფორვარდმა 63 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. გაბონის ეროვნულ გუნდში გამართულ 63 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 25 ბურთია.