დონალდ ტრამპი: ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთთან უფრო მარტივია საქმის დაჭერა, ვიდრე „დემოკრატებთან“

დონალდ ტრამპი: ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთთან უფრო მარტივია საქმის დაჭერა, ვიდრე „დემოკრატებთან“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთთან უფრო მარტივია საქმის დაჭერა, ვიდრე „დემოკრატებთან“.

უისკონსინის შტატში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავისმა მეგობარმა მას ჰკითხა, თუ რომელ ქვეყანასთან არის ყველაზე რთული საქმის დაჭერა.

„ჩინეთთან? შეიძლება რუსეთთან? თუ ჩრდილოეთ კორეასთან? არა, ვუპასუხე მას. ყველაზე რთული საქმის ქონა „დემოკრატებთან“ არის. ისინი გაცილებით არაგონივრულები და სინამდვილეში, ცოტა გიჟები არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.