ამსტერდამის ერთ-ერთ ბულვარს იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭა

ამსტერდამის ერთ-ერთ ბულვარს იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭა

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის ერთ-ერთ ბულვარს იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭა.

ქვეყნის მთავრობა და ქალაქის მერია ამის გაკეთებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გეგმავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ეს ყველაფერი შეაფერხა და ჩანაფიქრი სისრულეში ახლაღა მოიყვანეს.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის უკვდავსაყოფად რამდენიმე თვის წინ „აიაქსის" საშინაო სტადიონს „ამსტერდამ არენას" ნაცვლად „იოჰან კრუიფ არენა" ეწოდა. კრუიფი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში „აიაქსის" და „ბარსელონას" ლეგენდა იყო. როგორც მოთამაშე ის 9-ჯერ ნიდერლანდების ჩემპიონი, 6-ჯერ ნიდერლანდების თასის მფლობელი, ერთხელ ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ესპანეთის თასი მფლობელი და 3-ჯერ ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული „ოქროს ბურთი" კრუიფმა სამჯერ მოიგო. მწვრთნელობისას კი, 2-ჯერ ნიდერლანდების თასი, 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ერთხელ ესპანეთის თასი, 2-ჯერ თასების მფლობელთა თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.