კრივში მსოფლიო ჩემპიონს, ჯამელ ჰერინგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მისი ბრძოლა ავტომატურად გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.
ამერიკელი სპორტსმენი ტიტულის დასაცავად ჯონათან ოკენდოსთან შესახვედრად ემზადებოდა. როდის გაიმართება კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ორთაბრძოლა, მისი გამოჯანმრთელების შემდეგ გაირკვევა.
ჰერინგი რინგზე უკანასკნელად 2019 წლის ნოემბერში გავიდა და ტიტული ლამონტ როჩას დამარცხებით დაიცვა. სულ კარიერაში გამართული 23 შეხვედრიდან, 21 მოიგო და აქედან 10 შემთხვევაში მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო.