ნიდერლანდებში ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას მაყურებლები 1-ლი სექტემბრიდან შეძლებენ. როგორც Deutshe Welle წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ამასთან, მარკ რუტეს განმარტებით, სტადიონებზე აუცილებელი იქნება 1,5-მეტრიანი დისტანციის დაცვა. ზოგიერთი სტადიონისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ადგილების მხოლოდ ერთი მესამედი გაივსება.