გამოცემა „Rolling Stones”-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა ჯაზით დაინტერესდა.
რამდენიმე დღის წინ ამ ქალბატონმა თავისი კომპოზიციის „You and I” ახალი ვერსია ჩაწერა.
ამ სიმღერაზე მუშაობის პროცესში ლედი გაგას პოპულარული ჯაზმენი ბრაიან ნიუმანი ეხმარებოდა.
ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში ლედი გაგა მომღერალ ტონი ბენეტთან ერთად ალბომს მოამზადებს. ეს დისკი ქალს სრულიად ახალი კუთხით დაგვანახებს, რადგან ჯაზის ელემენტებით იქნება გაჯერებული.
ლედი გაგას ახალი ნამუშევარი დღის სინათლეს სავარაუდოდ 2013 წლის ივნისში იხილავს.