დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის პრესმდივანი დაასახელა

დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის პრესმდივანი დაასახელა

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის კამპანიის პრესმდივანი თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ჰოგან გიდლი იქნება. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს.

„ჰოგან გიდლი 1-ელ ივლისს თეთრ სახლს დატოვებს და ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის პრესმდივანი გახდება. ის ძლიერი, ერთგული და სანდო წევრია იმ გუნდისა, რომელიც შესანიშნავ სამუშაოს გასწევს. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები!“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იქნება.