ჰილარი კლინტონი: ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა დონალდ ტრამპი პენსიაზე გავუშვა და გოლფის მოედანზე დავაბრუნო

ჰილარი კლინტონი: ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა დონალდ ტრამპი პენსიაზე გავუშვა და გოლფის მოედანზე დავაბრუნო

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაზე ხარჯავს.

ამი შუმერისთვის მიცემულ ინტერვიუში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის დონალდ ტრამპის გოლფის მოედანზე უკან გაგზავნას.

„ჩემი დროის უმეტეს ნაწილს იმას ვუთმობ, რომ ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა დონალდ ტრამპი პენსიაზე გავუშვა და გოლფის მოედანზე დავაბრუნო“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ის ტრამპის პრეზიდენტობაზე პასუხისმგებლობას გრძნობს.