რობერტ რედფილდი: რეალობა ის არის, რომ კორონავირუსმა აშშ მუხლებზე დააჩოქა

რობერტ რედფილდი: რეალობა ის არის, რომ კორონავირუსმა აშშ მუხლებზე დააჩოქა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსმა ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2.3 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 121 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რობერტ რედფილდის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი შესაძლებლობები აშშ-ში დიდი ხნის განმავლობაში კარგად დაფინანსებული არ იყო და საჭირო გახდა ინვესტიციების ჩადება.

„ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ ამ ვირუსთან გასამკლავებლად და რეალობა ის არის, რომ მან ეს ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა. ერთი პატარა ვირუსის გამო ქვეყანას, სავარაუდოდ, შვიდი ტრილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს“, - აღნიშნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.