თვითმფრინავის გაფუჭების გამო ხორვატიის პრეზიდენტი მოსკოვში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება

თვითმფრინავის გაფუჭების გამო ხორვატიის პრეზიდენტი მოსკოვში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება

ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთში ხორვატიის საელჩომ გაავრცელა.

„გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი არ ჩამოვა. მას თვითმფრინავი გაუფუჭდა“, - განაცხადეს რუსეთში ხორვატიის საელჩოს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს თურქმენეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები არ დაესწრებიან.

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი მოსკოვში ტრადიციულად 9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 24 ივნისისთვის გადაიდო.