COVID-19-ის პანდემიამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო გააძლიერა, ამ საკითხზე ევროკავშირის ელჩმა ჟურნალ დიპლომატთან ინტერვიუში ისაუბრა.
დღეს, კოვიდ 19–ის გამო, ყველას - ევროკავშირსა თუ საქართველოში - რთული დრო გვიდგას, ამიტომ, ჩვენს ურთიერთობაში თანამშრომლობასა და სოლიდარობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეს სოლიდარობის სულიკვეთება ამოძრავებდათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, როდესაც ერთმანეთთსა თუ პარტნიორებს დახმარების ხელი გაუწოდეს.
ზოგადად, პანდემიამ უპრეცედენტო სისწრაფისა და მასშტაბის გლობალური ეკონომიკური შეფერხება გამოიწვია. უახლესი პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირში მოსალოდნელია ეკონომიკის 7.4%–ით შემცირება სანამ ის 2021 წელს ხელახალ ზრდას დაიწყებს. მეამაყება, რომ ნაცვლად მთელი ყურადღების შიდა პრობლემებზე გადატანისა, სწრაფად შევძელით პარტნორებისთვის დახმარების შეთავაზება, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის.
ევროკავშირისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო იყო ჩვენება იმისა, თუ რას ნიშნავს სოლიდარობა და მხარდაჭერა კრიზისის დროს, რადგან „მეგობარი გასაჭირში იცნობაო,“ ამბობენ. ჩვენ, როგორც „ევროპის გუნდმა“, გავაერთიანეთ რესურსები, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და მათი ფინანსური ინსტიტუტებიდან, ისე ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. ჩვენი დახმარება მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნესის, ჯანდაცვის, რეგონების და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხადაჭერაზეა მიმართული.
მთლიანობაში კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვახერხეთ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ჯგუფების მხარდამხარ მუშაობა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა ბოლო კვირების განმავლობაში, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა. შეხვედრები გრძელდება ვიდეოკომუნიკაციის რეჟიმში და ჩემი თანამშრომლები ძალიან აქტიურად აგრძელებენ მუშაობას“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.
მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას, კარი გაუხსნას ტურისტებს, თუმცა, ამავდროულად, ეს პროცესი უსაფრთხოდ უნდა მიმდინარეობდეს.
„ამჟამად ასეთივე საუბარი მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით და შენგენის ზონაში; ხდება ახალი წესების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. იმედი მინდა ვიქონიო, რომ მალე შესალებელი გახდება ორივე მხარისთვის მისაღები, უსაფრთხო ზომების მიღება ტურიზმისთვის, თუმცა ეს არ არის იოლი, რადგან საზაფხულო სეზონი უკვე მოვიდა და დრო საკმაოდ შეზღუდულია. რაც შეეხება მოგზაურობასთან დაკავშირებულ ახალ გარემოებებს, ვფიქრობ, რომ ადამიანები ახალ რეალობას გააცნობიერებენ - მოგზაურობა არ არის აუცილებელი და საუკეთესო გზა იმისთვის, რომ საქმე აკეთო, საერთო პროექტები დაგეგმო და აზრები გაცვალო - და ეს ალბათ ყველასთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ამავდროულად, ბუნებრივია, რომ ადამიანებს კვლავ მოუნდებათ ახალი ადგილების აღმოჩენა და ნახვა, ამიტომ, საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას - მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისი გადაივლის - აქვს დიდი პოტენციალი. ეს ჩვენი ვარაუდია, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაგრძელოთ ინვესტირება ტურისტულ ინდუსტრიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.