"ეს პერსონაჟი სწორედ რუსეთში იჯდა ფსბ-ს ბაზაზე ალბათ, ფეკალიების საჭმელად და იქიდან ზილებით აპირებდა საქართველოზე გამოლაშქრებას ცხინვალის გავლით"

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერ:

„ინფორმაციულ ეპოქაში საზოგადოებათა მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საინფორმაციო ტექნოლოგიები.

შიდა-პოლიტიკური დაძაბულობისგან საზოგადოებრივი ყურადღების გადატანის ბევრი ხერხი არსებონს, რომელთაგან გარე საფრთხის აქტიუალიზაცია, ან ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფაზე "ღირსეული" პასუხი აპრობირებული მეთოდია.

ასეთ მეთოდებს ყველა დიდი ქვეყნის მთავრობა იყენებს, როცა დაჭირდება .

ამისათვის სპეც-აგენტურასაც ინახავენ და სასარგებლო იდიოტებსაც იყენებენ.

არ ვიცი, რომელ კატეგორიაში ჰყავთ ნაც-მოძრაობა, "მთავარი" და კონკრეტულად გაბუნია- რუსული ფსბ-ს არქივებში არავინ ჩამახედებს.

მაგრამ, ეს სქემა რომ კარგად მუშაობს-ფაქტია.

ერთის მხრივ, ლიდერის მსგავსი შეურაცხყოფა უცხოელის მიერ გარკვეული დროითა და დოზით კონსოლიდაციის ეფექტს იწვევს.

მეორეს მხრივ, ამზადებს საზოგადოებრივ აზრს და მლანძღველის სამშობლოს მიმართ აგრესიას საკუთარი მოსახლეობის თვალში გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს.

გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდებში, გავიხსენოთ ოქრუაშვილის დაუვიწყარი სიტყვები, რომ რუსეთში ფეკალიებსაც შეჭამენ.

ისიც გავიხსენოთ,რომ ეს პერსონაჟი სწორედ რუსეთში იჯდა ფსბ-ს ბაზაზე ალბათ, ფეკალიების საჭმელად და იქიდან ზილებით აპირებდა საქართველოზე გამოლაშქრებას ცხინვალის გავლით.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ აქვე ერთი კითხვა მინდა დავუსვა საქართველოს ხელისუფლებას.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მარაზმი?

როდემდე შეიძლება ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებდნენ ეს კაცთმოძულე, საკუთარი ხალხის მტერი აგენტები და მანიაკები?

პასუხი, რომ ასეთი კანონმდებლობა გვაქვს, არ მიიღება, შეგეცვალათ და მიგეღოთ, ან ახლა მიიღეთ ადექვატური კანონები.

კანონმდებლობა იმისთვის იქმნება, რომ ქვეყანა დაიცვას და განავითაროს და არა პირიქით.

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, როგორც ნათქვამია.“

amo ეს კაცი რატომაა საზოგადოებრივ საწყისებზე? თქვენ გეკითხებით ბ-ნო ბიძინა
4 წლის უკან