როცა პოლიტიკოსი კონტექსტს ვე(ღა)რ გრძნობს, განწირულია გამანადგურებელი მარცხისთვის, – “ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საღი აზრის დრამატული, კლინიკური ფაზისთვის დამახასიათებელი ნაკლებობა სჭირს ნებისმიერს, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. როცა პოლიტიკოსი კონტექსტს ვე(ღა)რ გრძნობს, განწირულია გამანადგურებელი მარცხისთვის.“