იგეგმებოდა ლევან გაჩეჩილაძის შვილის გატაცება – „გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია“

იგეგმებოდა ლევან გაჩეჩილაძის შვილის გატაცება – „გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია“

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია წლების შემდეგ პირველად საუბრობს, რომ მისი მინისტრობის დროს მაშინდელი ოპოზიციონერის, ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის გატაცება იგეგმებოდა.

ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს გია გაჩეჩილაძე – ლევან გაჩეჩილაძის ძმა.

„წლების წინ იყო ეს ამბავი. გაგვაფრთხილეს, რომ რატისთან დაკავშირებით იყო რაღაც ინფორმაცია. შესაძლო მოტაცებაზე იყო საუბარი“, – გვითხრა გია გაჩეჩილაძემ.

თავად ვალერი ხაბურძანია კი ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია ოპერატიული წყაროებიდან ჰქონდა.

„გაჩეჩილაძის შვილთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია. პირადად მე თვითონ მივედი მეტი ნდობისთვის და ვუთხარი, რა ტიპის ინფორმაცია გვქონდა, შევთავაზეთ ყველანაირი დაცვა და დახმარება.

ინფორმაცია იყო წმინდა ოპერატიული, მაგრამ მერჩივნა პრევენციისთვის ზომები მიმეღო“, – ამბობს ვალერი ხაბურძანია.