52 წლის პამელა ანდერსონი ჩანთების რეკლამაში გაშიშვლდა

52 წლის პამელა ანდერსონი ჩანთების რეკლამაში გაშიშვლდა

ამერიკელი მოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი Ashoka Paris ახალი ჩანთებს რეკლამაში გაშიშვლდა. ამის შესახებ The Sun წერს.

ფოტოებში, შიშველი პამელა ანდერსონი ვარდისფერი პიონებით გაფორმებულ ზეწარზე წევს.

გამოცემის ცნობით, პამელა ანდერსონი ცხოველების სასტიკი მკვლელობების წინააღმდეგ გამოდის და ცნობილი ბრენდის გულახდილ ფოტოსესიაშიც ამიტომ მიიღო მონაწილეობა. ბრენდის ჩანთები ხელოვნური პლასტიკისა და ხელოვნური ტყავისაგანაა დამზადებული.

ცნობილია, რომ ბრენდი Ashoka Paris ფლობს PETA -ს სერთიფიკატს. ეს ორგანიზაცია ცხოველების უფლებებისთვის იბრძვის.