BBC რედინგში თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ვინაობას ასაჯაროებს

BBC რედინგში თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ვინაობას ასაჯაროებს

კაცი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ქალაქ რედინგში ტერაქტის შემდეგ დააკავა, ხაირი სადალაჰია. ამის შესახებ BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის კაცი ლიბიელი მიგრანტია და MI5-ის ყურადღება ჯერ კიდევ 2019 წელს მიიპყრო, მას შემდეგ რაც საიდუმლო სამსახურებში შეიტყვეს, რომ ის სირიაში გამგზავრებას გეგმავს და სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანებას გეგმავს.

ოფიციალურად თავდამსხმელის ვინაობა ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით უკვე არავის ეძებენ.

რედინგში მდებარე პარკში, გამვლელი ადამიანებს თავს დანით დაესხა. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კლასიფიკაცია მისცა.