(ექსკლუზივი-აუდიო. სააკაშვილის სატელეფონო საუბარი)
როდესაც ჩვენ გავაცნობიერეთ იმ ინფორმაციის სისრულე, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიღებდით და ვამუშავებდით, განსაკუთრებით კი ბოლოს განვითარებული მოვლენები, მივხვდით, რომ ეს გამოძიება შეიძლება გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამოქვეყნებულ მასალებს დაემსგავსოს, რამაც ააფეთქა აშშ – ს საშინაო პოლიტიკა და რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია. ჩვენს „უოტერგეიტს“ შეუძლია გავლენა იქონიოს, როგორც მინიმუმ ორი ურთიერთდაკავშირებული ქვეყნის, უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკაზე, ხოლო როგორც მაქსიმუმ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელ მსოფლიო პოლიტიკაზეც კი.
მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ამ პუბლიკაციის ავტორებს საქართველოდან ორი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვეს ისეთი სამსახური, რომელმაც გარკვეულწილად გაგვაკვირვა, კერძოდ, პუბლიკაციების სერიის მომზადება, რომლელთა მიზანიც იყო ქართული პოლიტიკის „ახალი ფორმაციის“ ლიდერის, ცნობილი ახალგაზრდა ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას, მედიის ხაზით პოპულარიზაცია. დიახ, ეს ის გაბუნიაა, რომლის მკვლელობაც ორი დღის წინ აღკვეთა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთად.
მანამდე, ზუსტად 4 თვით ადრე, ჩვენ შემოგვთავაზეს მონაწილეობა მიგვეღო ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, როგორც ”ახალი ტალღის” პოლიტიკური ლიდერის პოპულარიზაციაში არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რეგიონალური მასშტაბით, ისე რომ, ქართული "ნაციონალური მოძრაობის" ახალი ლიდერის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგოს მოლდოვისა და ლიტვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზოგადოებამ. "ამომავალ ვარსკვლავთან" დასაკავშირებლად, ჩვენ მოგვაწოდეს გიორგი გაბუნიას პირადი ტელეფონის ნომერი, სადაც გადაიგზავნა წინადადება თანამშრომლობის შესახებ.
(ტექსტი ტელეფონში)
გიორგი, მოგესალმებით კოლეგები უკრაინიდან. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“-ს ხელმძღვანელი ოლეგ დეინიჩკა. გთხოვთ გადმოგვირეკოთ.
თუმცა, გაბუნიასგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. სამკვირიანი დუმილის შემდეგ, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა გაბუნიასთან მოლაპარაკების პროცესში, შუამავლად, ახალი მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი ქართველი ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაერთოთ. მისგან პასუხი მეორე დღესვე მოვიდა. კომუნიკაციისთვის, მისი პირადი ტელეფონის ნომერიც მოგვაწოდეს.
(ტექსტი ტელეფონში)
მოგესალმებით ქალბატონო ელისო! უკრაინიდან, კიევიდან გაწუხებთ. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“-ას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ახალ უკრაინო-ქართულ მედია პროექტთან დაკავშირებით?
ე.კ: გამარჯობა!
უკაცრავად პასუხის დაგვიანებისთვის
ეხლა აღმოვაჩინე ეს გზავნილი.
599171212 ეს ჩემი ნომერია.
მასთან დაკავშირებამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარგად შეგვესწავლა მასალები ახალი ქართველი პოლიტიკური ლიდერის პიროვნებასთან დაკავშირებით - ქარიზმატული და მსოფლიოში ცნობილი ექსცენტრიული მიხეილ სააკაშვილის მომავალი ალტერნატივა. აღმოჩნდა, რომ გიორგი გაბუნია ერთ – ერთი ქართული სატელევიზიო არხის სარეიტინგო თოქ-შოუს წამყვანია, რომელიც ფაქტიურად სააკაშვილს ეკუთვნის და ეს საქართველოში საიდუმლო არ არის. მომავალმა "ახალი თაობის ლიდერმა" ეროვნული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში სასტიკი შეურაცყოფით მიმართა რუსეთის ლიდერს და მის გარდაცვლილ მშობლებს.
შეკითხვები, რომლებიც ჩვენ ლოგიკური აზროვნების და არსებული მონაცემების შედარების შედეგად გაგვიჩნდა: ვის ან რატომ უნდა წამოეყენებინა სააკაშვილის ალტერნატივად სკანდალური ტელეწამყვანი, რომლის ქცევაც პირდაპირ ეთერში საეჭვოა ჟურნალისტის პროფესიისათვის, ხოლო პატრიარქალური საქართველოსთვის სრულიად შეურაცმყოფელი?
ან საერთოდ, რა საჭირო იყო ამ პატარა ქვეყნისთვის ესოდენ დამონსტრატიული და ძლიერი სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რომლის პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა, იმისთვის, რომ გაბუნიას სახელი გაეთქვა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში?
მაშინ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა. COVID 19 პანდემიის გამო, ქართულმა მხარემ შეაჩერა მოლაპარაკებები. მაგრამ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერის გაპიარების ამბავმა 4 თვის შემდეგ თვითონ შეახსენა ყველას თავი. 15 ივნისს, საქართველოს საპეც. სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ ხელი შეუშალეს გიორგი გაბუნიას მკვლელობას. ხოლო „მთავარი“არხის დირექტორმა, რომელზეც სკანდალური ტელეწამყვანი მუშაობს, ნიკოლოზ გვარამიამ თქვა, რომ მან მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ სავარაუდო მკვლელის დაპატიმრებამდე სამი კვირით ადრე იცოდა. იცოდა და არ გააფრთხილა კოლეგა და ახლო მეგობარი? იცოდა და არ აცნობა საკუთარი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს?! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ინფორმაციის დამალვა მოახლოებული დანაშაულის შესახებ, კვალიფიცირდება, როგორც სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული.
უფრო მეტიც! ტელეკომპანია „მთავარის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, სადაც მუშაობს გიორგი გაბუნია, სავარაუდო მკვლელობის უკან დგას რამზან კადიროვი, რომელიც ადრე საჯაროდ ემუქრებოდა მას. მაგრამ თუ რუსეთის ხელისუფლება გაანადგურებს ყველა იმ ჟურნალისტის სიცოცხლეს, ვინც აკრიტიკებს პუტინს, მაშინ კადიროვს არც კი ეყოფოდა ”ერთგული ჯარისკაცის” რესურსი, ხოლო დასავლეთი უკვე დიდი ხნის წინ დაკარგავდა თავისი პოლიტიკური კომენტატორებისა და ჟურნალისტების უმეტეს ნაწილს. თუმცა, გაჟღერებული სქემა სიმართლეს წააგავს, მედია-მომგებიანადაც გამოიყურება. ვის, თუ არა კადიროვს შეეძლო ჟურნალისტს სიცოცხლის დაკვეთა, რომელმაც პუტინს დედა აგინა. ეს ვირისთვისაც კი გასაგებია!
აქედან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ფაქტების ანალიზს და შედარებას (რომელსაც ვირთან საერთო არაფერი აქვს), იმის სურვილი, რომ არ დავემსგავსოთ წყვილჩლიქოსანს, იბადება, კიდევ ერთი შეკითხვა:
ვისთვისაა ყველაზე ხელმოსათბობი სკანდალური ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა? პასუხის გასაცემად, პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ცოტა ჩაღრმავება მოგვიწია.
მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავის მთავრობასთან ერთად, ჩვენს საუკუნეში უპრეცედენტო პანდემიის პირობებში, საქართველოში ინარჩუნებს კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელს... მხოლოდ 14 ადამიანი. იმ დროს, როდესაც მეზობელ სომხეთში, სადაც ერთი მილიონი ადამიანით ნაკლები ცხოვრობს ვიდრე საქართველოში, პანდემიის შედეგად ამ ქვეყნის 300-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. შესაბამისად, დიდია ”ქართული ოცნების” შანსი, რომ გახდეს საპარლამენტო რბოლის ლიდერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდებოდა გაბუნიას მკვლელობა (მმართველ რეჟიმთან მიმართებაში ყველაზე რადიკალურად განწყობილი ჟურნალისტი) - ამოცანა გართულდებოდა!
უკრაინას ჯერ არ დავიწყებია, თუ რად დაუჯდა კუჩმას ოპოზიციური ჟურნალისტის ღონღაძის მკვლელობა! ისევე, როგორც შევარდნაძეს, - ქართველი ჟურნალისტის სანაიას მკვლელობა, რომელმაც, ფაქტიურად, გამოიწვია ე.წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობში მოსვლა. გამოდის, რომ რუსეთი, რომლის სამსახურებიც გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდნენ, ქართული ოპოზიციას ხელს უწყობდა!? სააკაშვილის არხის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სკანდალური ოპოზიციური ჟურნალისტის მკვლელობა ცალსახად გაზრდიდა ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს, ხოლო არჩევნების წინა პერიოდში ამ გეგმის განხორციელებას შეიძლება გამოეწვია რიგითი „ვარდების რევოლუცია-2“. როგორ არ გავიხსენოთ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი კურჩენკოსთან, სადაც იანუკოვიჩის გუნდის გაქცეული ოლიგარქი სთავაზობს სააკაშვილს მისი კრემლთან მჭიდრო კავშირების გამოყენებას?
(სააკაშვილი-კურჩენკოს საუბრის აუდიო ჩანაწერი)
https://www.youtube.com/watch?v=4V5ENj4jDPU)
იმისათვის, რომ მაინც გავნსაზღვროთ გიორგი გაბუნიას წარუმატებელი მკვლელობის მთავარი მსურველი, ჩვენ დავბრუნდებით დასაწყისში და ვეცდებით შევქმნათ ლოგიკური კავშირი ცნობილ ფაქტებსა და რგოლებს შორის. ამრიგად, ამ წლის თებერვალში, ახალი ამბების სააგენტოს „ნოვოსტი უკრაინის“, რეპორტიორებს საქართველოდან ორი ადამიანი მიმართავს, რომლებიც მოითხოვენ გეორგი გაბუნიას პოპულარიზაციას. წამყვანმა, რომელმაც პუტინს თავისი ტოქ-შოუს პირდაპირ ეთერში აგინა, უნდა გამხდარიყო ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი, რომელიც ცნობადი იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საერთაშორისო მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ელისო კილაძეა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირებითაა ცნობილი. ზუსტად მაშინ (ოთხი თვის წინ), ანტიტერორისტული სამსახურის ცნობით, სავარაუდო მკვლელი ჩამოდის საქართველოში, რომლის ამოცანაც იყო ოპოზიციის "ამომავალი ლიდერის" ლიკვიდაცია. მის ახლო მეგობარს და უშუალო ხელმძღვანელს, ტელეკომპანია „მთვარის“ ხელმძღვანელ ნიკოლოზ გვარამიას ბრიფინგზე წამოსცდა მისი კოლეგის მოახლოებული მკვლელობის შესახებ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში და რომ იგი ინფორმირებული იყო ამის შესახებ. ხოლო არხის ფაქტობრივი მფლობელი, რომლისაც სრულად ექვემდებარება აღნიშნული მედიის ხელმძღვანელი, არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცდილობს შურისძიებას ქართულ პოლიტიკაში. უკრაინაში იგივე რეფორმები არ არის დაწესებული რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მიერ! საუბარია მხოლოდ საქართველოში დაბრუნებაზე. იცოდა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ?! დიახ, იცოდა! ზუსტად ამაზე საუბრობს ტელეფონით მიხეილ სააკაშვილი თავის უახლოეს თანამებრძოლთან და მთავარ ფინანსისტთან, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან.
(სააკაშვილი-ადეიშვილის საუბრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი)
ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ და არ აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ, რაც ნიშნავს ორგანიზატორსა და დაგეგმილი დანაშაულის შემსრულებელზე ხელის დაფარებას .
შეკითხვა უკრაინის ხელისუფლებას: თქვენ ვერ ამჩნევთ სააკაშვილის მცდელობებს, რომ შეცვალოს უკრაინის მინერალური სასუქების ბაზარი, ვერ ხედავთ მის ზრახვებს საბაჟოზე და სამართალდამცავ უწყებებზე სრული კონტროლის დამყარებაზე, არ გესმით მისი განცხადებები, რომელიც ანგრევს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან! მართლა ვერ ხედავთ იმ მარტივ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული რეფორმების ამჟამინდელი კურატორი პირდაპირ კავშირშია ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობასთან ?!