ჯონ ბოლტონი: დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს ვერ იტანს

ჯონ ბოლტონი: დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს ვერ იტანს

დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს ვერ იტანს, რადგანაც თვლის, რომ მაკრონი ყველაფერს აფუჭებს, რასაც ეხება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის მემუარებში წერს. ამონარიდს მისი წიგნიდან გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.

„წიგნში ბოლტონი ყვება, რომ ტრამპი მსოფლიო ლიდერებად ბორის ჯონსონსა და სინძო აბეს მიიჩნევს, რომლებთანაც მეტნაკლებად ახლოსაა, ემანუელ მაკრონს კი არ აფასებს და თვლის, რომ რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ეხება, ყველაფერს აფუჭებს,“ - ვკითხულობთ The Guardian-ის სტატიაში.

წიგნი, სახელწოდებით „თეთრი სახლის მემუარები“ მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს, თუმცა ამერიკის იუსტიციის სამინისტრო მის ავტორს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებს და წიგნის დაბლოკვას მოითხოვს.