ჩინეთი ორ კანადელს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ჩინეთი ორ კანადელს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ჩინეთის პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში დაკავებულ კანადის 2 მოქალაქეს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი და ბიზნესმენი მაიკლ სპევორი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს, მას შემდეგ რაც კანადელმა სამართალდამცველებმა კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ დააპატიმრეს.

ჩინეთში აცხადებენ, რომ კანადელების დაკავება ვანჩჟოუს დაკავებას არ უკავშირდება, თუმცა ექსპერტები და ყოფილი დიპლომატები თანხმდებიან, რომ ეს ნაბიჯი პეკინმა კანადაზე ზეწოლის მიზნით გადადგა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ კანადის მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით პეკინზე ზეწოლას გააგრძელებს.