მამა ანდრია ჯაღმაიძე: გუშინ ნიკა გვარამიამ ყველას გადაამეტა… მას დღეს ჩემზე მეტად უჭირს

მამა ანდრია ჯაღმაიძე: გუშინ ნიკა გვარამიამ ყველას გადაამეტა… მას დღეს ჩემზე მეტად უჭირს

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ბოლო დროს პირადად ჩემზე ნიაღვარი წამოვიდა უხამსი გამონათქვამებისა და ცილისწამებებისა.

გუშინ ნიკა გვარამიამ ყველას გადაამეტა. მინდოდა მეპასუხა მისთვის, თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარში მასზე ისეთები თქვეს, ისეთები თქვეს, უეჭველია განათლების მინისტრად აღარავინ დააბრუნებს, მეც დავმშვიდდი და აღარაფერს ვუპასუხებ.

დავლოცავ, ღმერთმა უშველოს, მას ჩემზე მეტად უჭირს დღეს“, – წერს მამა ანდრია.