ეს [პარლამენტის განცხადება] იქნება ღირსეული პასუხი უღირს აქტზე [„მეგობარ აქტზე“]„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ იმ ლობისტების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სრულიად აბსურდული დოკუმენტის შექმნაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ პარლამენტის განცხადება განიხილება.
„ეს [პარლამენტის განცხადება] იქნება ღირსეული პასუხი უღირს აქტზე [„მეგობარ აქტზე“]„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ იმ ლობისტების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სრულიად აბსურდული დოკუმენტის შექმნაში. იქნება პუნქტობრივად ყველა იმ დეზინფორმაციის, აბსურდული ფაქტის, სიბინძურის მიმართ პასუხი ჩვენი - საქართველოს მხრიდან“, - აღნიშნა კირცხალიამ.