ყველაზე მოთხოვნადი სარეაბილიტაციო პროცედურები

ყველაზე მოთხოვნადი სარეაბილიტაციო პროცედურები

რეაბილიტაცია ფიზიკური ფუნქციების აღდენასა და ცხოვრობის ხარისხის გაუმჯობესებაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ის მოიცავს პროცედურების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანიც არის მოქნილობის და მოძრაობის  გაუმჯობესება,ტკივილის შემცირება,ფუნქციების გაუმჯობესება და ზოგადად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.  რამდენიმე ყველაზე მოთხოვნადი სარეაბილიტაციო პროცედურებია:

1.    ფიზიკური თერაპია - რეაბილიტაციის ფუნდამენტური კომპონენტია, რომელიც ფოკუსირებულია მოძრაობის აღდგენასა და ტკივილის შემსუბუქებაზე. თერაპევტები იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო ვარჯიშს, სახსრის დამუშავებს ტექნიკებს და ა.შ კუნთის ძალისა და მოქნილობის აღდენისთვის.. 

2.    ჰიდროთერაპია - წყალში შესრულებული ვარჯიშები, წყლის ამომგდები ძალის მეშვეობით, ამცირებს სახსრებზე დატვირთვას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ართრიტის, ხერხემლის პრობლემების და პოსტოპერაციული პერიოდის დროს. 

3.    ელექტროთერაპია - გულისხმობს ელექტრული იმპულსების გამოყენებას კუნთებისა და ნერვების სტიმულაციისთვის. ტრანსკუტანური ელექტრული სტიმულაცია (TENS) და კუნთის ელექტრული სტიმულაცია (EMS) ჩვეულებრივ გამოიყენება ტკივილის სამართავად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და დასუსტებული კუნთების გასაძლიერებლად. 

4.    მანუალური თერაპია - მოიცავს სახსრების მობილიზაციას, სხვადასხვა მანიპულაციებს ტკივილის შესამსუბუქებლად და მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად. 

5.    თერაპიული ვარჯიშები - ვარჯიშებზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო პროგრამები თითოეული პაციენტის უნიკალურ საჭიროებებზეა მორგებული. ეს ვარჯიშები ფოკუსირებულია   შეზღუდული ფუნქციის აღდგენა/გაუმჯობესებაზე

6.    სითბოსა და სიცივის თერაპია - სითბოს(თერმოთერაპია) და სიცივის (კრიოთერაპია) გამოყენება მარტივი, მაგრამ ეფექტური სარეაბილიტაციო მეთოდია. სითბოს თერაპია ხელს უწყობს კუნთების მოდუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხოლო სიცივის თერაპია ამცირებს ანთებასა და ტკვილის. 

7.    ოკუპაციური თერაპია -  მიუხედავად იმისა, რომ თერაპიის ეს სახეობა ძირითადად მიმართულია ყოველდღიური ფუნქციების გაუმჯობესებაზე, მას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ფიზიკურ რეაბილიტაციაში. თერაპევტები უზრუნველყოფენ ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ადაპტაციას. 

8.    ულტრაბგერითი თერაპია - ფიზიკური თერაპიის სახეა,რომლის დროსაც გამოიყენება ბგერითი ტალღები რბილი ქსოვილების შეხორცების ხელშეწყობისთვის,ანთების შესამცირებლად,ტკივილის შესამსუბუქებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ა.შ .თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი მდომარეობების სამართავად,როგორიცაა ტენდინიტი,ბურსიტი და ართრიტი.  

ეს სარეაბილიტაციო პროცედურები ხელმისაწვდომია “ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში”, სადაც ტრადიციული და მოწინავე ტექნიკის კომბინაციით, ჯანდაცვის სპეციალისტები ეხმარებიან პაციენტებს მობილურობის აღდგენაში, ტკივილის მართვაში  და  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეწვიეთ rehabilitation.ge-ის იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.