სააკაშვილი გაწირავს ნებისმიერს. გაბუნია მისთვის არაფერია, მისთვის მთავარია თვითონ, მიშა სააკაშვილი - მერე დანარჩენი - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „POSTV-ის" ეთერში, ადეიშვილის და სააკაშვილის შესაძლო აუდიო ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
„უკრაინამ ვერ იგრძნო რა ნაღმი შეიტანა თავის სახელმწიფოში, სააკაშვილს ვგულისხმობ, როდის აფეთქდება არ ვიცით და როდის აურევს იქ პოლიტიკურ სიტუაციას, იმ დონეზე, რომ სიზმარშიც ჯერ ნანახი არ აქვთ. ჩვენ გვინახავს მისგან გაწირული მინისტრები, სხვადასხვა ადამიანი, ბიზნესმენი. მან ჯარისკაცები გაწირა, გვამები მიატოვა, რა აქვს გაკეთებული ნორმალური და ადეკვატური", - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.