მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას ეხმაურება.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება. მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ. სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის შუამავალი ელჩები მხარეებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.