საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის ღამეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 20 ივნისის დღე მმართველი გუნდის შეცდომა იყო.
"20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო ნაციონალური მოძრაობის დანაშაული. ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოებამ თავადაც უწყის. ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შეიკრიბებიან და ეს მათი უფლებაა", - განაცხადა კობახიძემ.