ბოლო ორ კვირაში ლეღვის ნახარშით 16 ადამიანი დაიწვა

ბოლო ორ კვირაში ლეღვის ნახარშით 16 ადამიანი დაიწვა

დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დაზიანებებით კიდევ ერთი ადამიანი შეიყვანეს.

როგორც ირკვევა, რეგიონში მცხორები პაციენტი რუჯის მიღებას, ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენებით ცდილობდა.

შემთხვევა ერთ-ერთ რეგიონში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ბოლო 2 კვირის განმავლობაში თბილისის დამწვრობის ცენტრში 15 ადამიანი შეიყვანეს. გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით მათ დამწვრობა გარუჯვის დროს მიიღეს.