ფიზიკური რეაბილიტაცია პოსტ-ტრავმულ პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებაზე. რეაბილიტაციის ძირითადი მიზნებია ტკივილის შემსუბუქება,მოძრაობის გაუმჯობესება,კუნთების გაძლიერება და ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორიცაა სახსრის კონტრაქტურა,კუნთების ჰიპოტროფია, სახსრების არასტაბილურობა და სხვა. ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრში,მულტიდისციპლინური გუნდის მეშვეობით შედგენილი გეგმა,მაქსიმალურად ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალს.
გავრცელებული ტრავმები და მათი რეაბილიტაციის მეთოდები
1. მოტეხილობა
მოტეხილობის შემდგომ აუცილებელია რეაბილიტაცია. მოტეხილობა ხშირად გამოწვეულია ძლიერი ტრავმით,როგორიცაა ავტოავარია ან დაცემა, ძვლის სტრუქტურის ცვლილებით- ოსტეოპოროზით და სხვა .
მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია მოიცავს:
● იმობილიზაცია
● მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები კონტრაქტურის თავიდან ასაცილებლად
● ძალისმიერი ვარჯიშები კუნთების ფუნქციის აღსადგენად და ა.შ
2. დაჭიმულობა
კუნთების დაჭიმულობა ხშირია სპორტული აქტივობების დროს, სწორი რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად აბრუნებს სპორტსმენს ფორმაში და ეხმარება სპორტული აქტივობის გაგრძელებაში. რეაბილიტაცია მოიცავს:
● RICE თერაპიას
● ნაზი გაწელვებისა და მობილურობის ვარჯიშებს
● ბალანსის და კოორდინაციის გაუმჯობესებას
● პროგრესულ გამაძლიერებელ ვარჯიშებს ფუნქციების აღსადგენას
● ულტრაბგერითი თერაპია,ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია ფართოდ გამოიყენება პოსტ-ტრავმულ პერიოდში ტკივილის სამართავად და სწრაფი აღდენისათვის.
3. დისლოკაცია
სახსრების დისლოკაცია, მაგალითად მხრის სახსრის დისლოკაცია საკმაოდ ხშირი დაზიანებაა. რეაბილიტაცია მოიცავს:
● იმობილიზაციას
● კონტროლირებად მოძრაობებს სახსრების სტაბილურობის აღსადგენად
● ირგვლივმდებარე კუნთების გამაძლიერებელ ვარჯიშებს რეციდივის თავიდან ასაცილებლად
4. ზურგის ტვინის და ხერხემლის დაზიანებები
ზურგის ტვინის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის ან მგრძნობელობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. რეაბილიტაცია მოიცავს :
● ფიზიკური თერაპია ძალისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად
● ოკუპაციური თერაპია ყოველდღიური ფუნქციური უნარების აღსადგენად
● დამხმარე მოწყობილობების გამოყენება
● ელექტროთერაპია და ჰიდროთერაპია ტკივილის მართვისათვის და კუნთების აქტივაციისთვის
5. ტვინის ტრავმული დაზიანება
მერყეობს მსუბუქი შერყევიდან- მძიმე დაზიანებამდე, რაც გავლენას ახდენს კოგნიტურ და მოტორულ ფუნქციებზე. გამოჯანმრთელებისათვის დამხმარე პროცედურებია:
● კოგნიტური თერაპია მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლებების დროს
● ფიზიკური თერაპია მოძრაობისა და კოორდინაციის აღსადგენად
● მეტყველებითი თერაპი კომუნიკაციის დაქვეითების შემთხვევაში
● ფსიქოთერაპია
6. პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია
ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ,როგორიცაა მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება, აუცილებელია რეაბილიტაცია.
● ტკივილის მართვა შესაძლებელია ფიზიკური თერაპიითა და ისეთი მეთოდებით,როგორიცაა ულტრაბგერითი თერაპია ან ელექტროსტიმულაცია
● მობილურობის აღსადგენი სავარჯიშოები
● პროგრესული გამაძლიერები ვარჯიშები კუნთების გაძლიერებისათვის
● პოზისა და სიარულის სწორი ტექნიკის ათვისება
7. მყესებისა და იოგების დაზიანებები
ამგვარი დაზიანებები ხშირია სპორტსმენებში და ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში. გამოსაჯანმრთელებლად კი რეაბილიტაცია წამყვანი საშუალებაა. პროცესი მოიცავს:
● დასვენება და მოძრაობის თანდათანობითი აღდგენა
● გაწელვითი ვარჯიშები
● კოორდინაციის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები
● თერაპიები, როგორიცაა ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია ,ლაზეროთერაპია, ულტრაფონოფორეზი, დარტყმით-ტალღოვანი თერაპია და სხვა.