მე მგონია, რომ დადასტურების გარეშეც შეიძლება ამ აუდიოჩანაწერს ვენდოთ, ისეთი ადამიანები საუბრობენ, მათგან სხვას არც ელი, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „POSTV-ის“ ეთერში, ადეიშვილის და სააკაშვილის შესაძლო აუდიო ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
„ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ მზადდებოდა სცენარი, რომელიც მიმართული იყო საქართველოში, წინასაარჩევნოდ დიდი სკანდალისა და არეულობისთვის. გაბუნია არის ჟურნალისტის სტატუსის მატარებელი, მისი მკვლელობა გამოიწვევდა რეზონანსს, ამაში ჩაერთვებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა, ამას დაემატებოდა მესამე, ძალიან ცუდი ტენდენცია, რომ საქართველო ავტომატურად გახდებოდა „არაუსაფრთხო ქვეყნის“ სახელის მატარებელი“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვიმა.
უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.