ჩვენ ვნახეთ 2 ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება: ერთი კონგრესმენ მარკუეინ მალინის და მეორე, აშშ-ში ჩვენი ელჩის, დავით ბაქრაძის. ეს ორივე განცხადება გვერდზე რომ გადავდოთ, თავად კონგრესმენმა დონ ბეიკონმა დაადასტურა, რომ ჩანაწერი მას არ ეკუთვნის და მასზე სტაფერებმა იმუშავეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის თქმით, შესაძლოა კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების კონკრეტულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების ხისტი პოზიცია, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათგან დამოუკიდებლად კონკრეტული ჩანაწერი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.
„ამასთან დაკავშირებით მათ მეორე-მესამე დღეს გააკეთეს განცხადებები და რატომღაც დღეს ბეიკონის განცხადებას ვაიგნორებთ და მალინის განცხადებაზე გვაქვს აქცენტი“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ..
„ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.