პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერ:
„ვუსმინე კიდევ ერთ ჩანაწერს სააკაშვილი- ადეიშვილი-გვარამიას სერიალიდან.
ვფიქრობ, ავთენტურია, რადგან არც წინა ჩანაწერებზე უთქვამს ვინეს-მონტაჟიაო,
სტივ ბერჯესი და მისი საკულტო რომანი "მექანიკური ფორთოხალი" გამახსენდა.
'ლუდოვიკოს მეთოდი," როცა ქუთუთოებს სარჭით უმაგრებენ გამოუსწორებელ ალექსს და განუწყვეტლივ აყურებინებენ ძალადობის სცენებს ბეთჰოვენის მუსიკის თანხლებით ამ უკანასკნელს ნებისმიერ ძალადობაზე გულისრევის შეგრძნებას უჩენს.
რომანი კი იმის შეგონებაა, რომ კეთილი ნებით არჩეული ბოროტება უნდა გვიჯობდეს თავსმოხვეულ სათნოებას.
თუმცა, ნერჯესი ვერც მოძალადის გამოსწორების ალტერნატივას ხედავს.-იგივე ალექსმა "ლუდოვიკოს მეთოდის" გამოყენებამდე ციხეშიც მოახერხა თანამესაკნის მოკვდინება.
ჰოდა, კარგი იქნებოდა, მიშისტების, მათ მოკავშირეების და მათთან კოაბიტირებულების მიმართაც გამოყენებულ იქნას "ლუდოვიკოს მეთოდი.''
დღეში სამი საათი ღია თვალებით აყურებინო მათ მიერ ჩადენილი ძალადობები და ასმენინო მიშას, გუბაზის, შალვას, გვარამიას და ძმათა მათთა სიბრძნეები.
იქნებ, თავს სათნოება მოეხვეთ.
მაგრამ მე მგონი, ვცდები..
აგერ ყოველგვარი სარჭების გარეშე, ნებაყოფლობით უყურებენ გვარამიას, მელაძეს და .გაბუნიას და "ლუდოვიკოს მეთოდი " მათზე არ გაჭრის.
რამე ახალია მოსაფიქრებელი.“