ელენე ხოშტარია: ამ არჩევნებში უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არ არის სახელებისა და გვარების ცვლილება

ელენე ხოშტარია: ამ არჩევნებში უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არ არის სახელებისა და გვარების ცვლილება

ვფიქრობ, ძალიან საპასუხისმგებლო ბროლის ეტაპზე გადავდივართ და თბილისში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად წარადგინა.

მისი თქმით, ის ერთობა, რომელიც შეძლეს პოლიტიკურმა ძალებმა, საზოგადოებრივი დაკვეთაა, რის გარეშეც ქვეყანაში ცვლილებების მოტანა შეუძლებელია.

„ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება, სადაც სასამართლო არ იქნება დამორჩილებული პოლიტიკურ დაკვეთებს, სადაც პოლიცია არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული და სადაც ადამიანები იგრძნობენ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით ჩვენ ამაში ჩვენს თანამოქალაქეებს დავარწმუნებთ და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება”, - განაცხადა ხოშტარიამ.

ოპიზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში. გიორგი ვაშაძე - ისანში. ლევან ხაბეიშვილი - სამგორში. მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე.