საფრანგეთის ლიგა 1-ის საფეხბურთო კლუბ „სენტ ეტიენში“ კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
გუნდის წევრებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ამცირებს, თუმცა ხუთ ინფიცირებულს კარანტინში ყოფნა მაინც მოუწევს.
ტესტირება საერთო ჯამში 33 ფეხბურთელსა და კლუბის სტრუქტურაში მომუშავე 21 თანამშრომელს ჩაუტარდა.
საფრანგეთის ჩემპიონატში მატჩები კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაიდო, თუმცა სენტ ეტიენელებისთვის ეს სეზონი ჯერ მაინც არ დასრულებულა, რადგან აგვისტოში ქვეყნის თასის ფინალში პსჟ-სთან მოუწევთ თამაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.