გიგა ბოკერია: ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე არიან საუკეთესო კანდიდატები, რომ „ქართული ოცნება“ პირველ ტურში დაამარცხონ

გიგა ბოკერია: ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე არიან საუკეთესო კანდიდატები, რომ „ქართული ოცნება“ პირველ ტურში დაამარცხონ

ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე - ოთხივე ეს კანდიდატი შესაბამის ოლქებში არის საუკეთესო კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია.

„ის პოლიტიკური ძალები, ვინც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ იდეის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, არიან ერთიანი. ვინც უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების იდეის მიმართ, მე იმედი მაქვს, რომ ისინიც შემოეუერთდებიან ამას. თუ არ შემოუერთდებიან, ის ხმები, რომელსაც პოლიტიკური ძალები დააგროვებენ ამ კანდიდატების გარშემო, იქნება საკმარისი პირველ ტურში გამარჯვებისთვის. კანდიდატების შერჩევისას კრიტერიუმები უნდა იყოს მარტივი, უნდა იყოს მეტნაკლებად წარმომადგენლობითი იმ სპექტრის, რაც არის ოპოზიციაში და რაც მთავარია, იყოს პირველ ტურში ხმების შემკრები. ასეთი კანდიდატები არიან ისინი, ვინც დასახელდა“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიცია „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება, სადაც მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება იგეგმება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 4 ოლქში კანდიდატურებს შესთავაზებენ.

მაგალითად, ვაკეში - ელენე ხოშტარია; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ისანში - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი გუშინ აცხადებდა, რომ თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.

მმართველ გუნდში ოპონენტებს კონკურენტებად არ აღიქვამენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ისინი მარგინალური ჯგუფები არიან და პოლიტიკური მომავალი იმ ფორმით, როგორც წარმოუდგენიათ, არ გააჩნიათ.

„ლელო“ კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად გეგმავს.

Maverick მაინტერესება, შენ თუ გჯერა მაგ "საუკეთესო" კანდიდატების გამარჯვების, უტოპიაში მაგრად ხარ გადავარდნილი!
წყალწაღებულისა და ხავსის ამბავი აგიხდება!
4 წლის უკან