ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება

ბოლო დღეებში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდეონობა 22 765-ით გაიზარდა და 983 359-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 47 869 პაციენტი გარდაიცვალა, 520 360 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.