ჩინეთში აცხადებენ, რომ პეკინში გავრცელებული ვირუსის გენომი ევროპაში გავრცელებული კორონავირუსის შტამს ძალიან ჰგავს

ჩინეთში აცხადებენ, რომ პეკინში გავრცელებული ვირუსის გენომი ევროპაში გავრცელებული კორონავირუსის შტამს ძალიან ჰგავს

ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა პირებმა პეკინში გავრცელებული ვირუსის გენომი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ ის ძალიან ჰგავს ევროპაში გავრცელებული კორონავირუსის შტამს.

როგორც ჩინეთში განაცხადეს, აღნიშნული მონაცემები მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გაუზიარეს.

11 ივნისის შემდეგ პეკინში კორონავირუსის ორასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის ინფექციის აფეთქება პეკინის ერთ-ერთ უმსხვილეს საბითუმო ბაზარში მოხდა. ჯანმოში განაცხადეს, რომ პეკინში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„შესაძლებელია, ვირუსი, რომელმაც ახლა პეკინში იფეთქა, უხანიდან ევროპაში ჩავიდა და ახლა უკან დაბრუნდა“, – განაცხადა ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან არსებული უნივერსიტეტის პროფესორმა, ბენ ქოულინგმა.