რუსეთში სამხედროებზე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთში სამხედროებზე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები დაიწყო. უწყების ცნობით, 18 ივნისს ვაქცინა პირველმა 18-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

მათივე ინფორმაციით, გვერდითი მოვლენები და გართულებები არ ეტაპზე არ დაფიქსირებულა, ექსპერიმენტის მონაწილეები ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივიან.

კლინიკური კვლევები ერთ-ერთ ჰოსპიტალში ტარდება, ვაქცინის შეყვანის შემდეგ მოხალისეები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. რამდენიმე დღის შემდეგ ვაქცინას ექსპერიმენტის დანარჩენ მონაწილეებსაც გაუკეთებენ.