ამერიკელ პოლიციელს რეიშარდ ბრუკსის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ამერიკელ პოლიციელს რეიშარდ ბრუკსის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

აშშ-ში პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ატლანტაში შავკანიან რეიშარდ ბრუკსის სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გარეტ როლფი სამსახურიდან გაათავისუფლეს, საქმესთან დაკავშირებით 11 ბრალდება უკვე წაუყენეს. თუ ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნეს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. მეორე სამართალდამცველს, რომელიც შემთხვევის ადგილას მუშაობდა საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.

შემთხვევა 12 ივნისს მოხდა. 27 წლის რეიშარდ ბრუკსი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. დაკავებისას მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სასიკვდილოდ დაჭრეს. ინციდენტს ატლანტაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომხდარის გამო ქალაქის პოლიციის უფროსი გადადგა.