რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 790 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 790 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 790 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 561 091-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 182 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 7 660-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 313 963 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.