ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს კონკურენტი დააკავეს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს კონკურენტი დააკავეს

ბელარუსში დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს ბანკირი ვიკტორ ბაბარიკო, რომელიც სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი მეთაურის კონკურენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

საქმე „ბელგაზპრომბანკის“ მიერ გადასახდებისგან თავის არიდებას ეხება. ბაბარიკო ბანკს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და თანამდებობა მაისში დატოვა, რათა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართულიყო.

საქმე ბანკის მიმართ სწორედ ამის შემდეგ აღიძრა. 15 ივნისს ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა „ბელგაზპრომბანკში“ დროებით ადმინისტრაცია განაწესა.

მანამდე ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი დააკავეს. ბელარუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დაგეგმილი. მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არჩევნებში მონაწილეობას მე-6-ედ გეგმავს.