პერუმ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

პერუმ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

პერუში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 240 ათასს გადააჭარბა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, COVID-19 ქვეყანაში 240 908 ადამიანს დაუდგინდა. ამ მონაცემებით პერუმ იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პერუში ვირუსს 7 257 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფიცირების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ რჩება, მეორე ადგილს ბრაზილია, მესამეს კი რუსეთი იკავებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.