კატალონიელებმა „ნოუ კამპზე“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ „ლეგანესს“ უმასპინძლეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში მასპინძელთა 17 წლის თავდამსხმელმა ანსუ ფატიმ გახსნა, შესვენების შემდეგ კი ლიონელ მესიმ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა.
ეს გოლი არგენტინელისთვის კარიერაში 699-ე იყო და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა.
ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „ბარსელონას“ მთავარი კონკურენტი „რეალი“ დღეს „ვალენსიას“ უმასპინძლებს.