პანდემიის გამო ევროკავშირში ახალი ავტომობილების გაყიდვები ორჯერ შემცირდა

პანდემიის გამო ევროკავშირში ახალი ავტომობილების გაყიდვები ორჯერ შემცირდა

ევროკავშირის საავტომობილო ბაზარზე კორონავირუსის უარყოფითი გავლენა იზრდება. მაისში ევროკავშირში მხოლოდ 581 161 ახალი ავტომობილი გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 52,3%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად ავტომობილების გაყიდვა ესპანეთში (-72,7%), საფრანგეთში (-50,3%), იტალიასა (-49,6%) და გერმანიაში (-49,5%) შემცირდა.

2020 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 41,5%-ით ჩამოუვარდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.