პარიზში მედპერსონალის აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

პარიზში მედპერსონალის აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საფრანგეთში ასობით ექიმმა და ექთანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამის შესახებ BBC წერს.

პარიზში, სადაც დაახლოებით 18 000 ადამიანი შეიკრიბა, აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც სამასამდე ადამიანი აქციას შეუერთდა. ნიღბიანმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ ცრემლმდენი გაზი გამოიყენებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირებისას 19 სამართალმდამცველი დაშავდა. ამასთან, 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

როგორც სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, ძალადობის უმეტესობა სავარაუდოდ მემარცხენე ანარქისტულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს.