დღეს „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ დაუპირისპირდება

დღეს „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ დაუპირისპირდება

დიდხნიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგა ბრუნდება. დღეს „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართება და კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დახურულ კარს მიღმა ჩატარება.

ამ დროისთვის ლიგას „ლივერპული“ 82 ქულით ლიდერობს, მე-2 ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ იმყოფება, 57 ქულით, ხოლო მე-3 ადგილს „ლესტერი“ 53 ქულით იკავებს. რაც შეეხება „არსენალს“, გუნდი მე-9 ადგილზეა და ჯამში 40 ქულა აქვს.